Saturday, June 9, 2018

პროექტის აღწერა

პროექტის სახელწოდება: თბილისი ტურისტული და სისუფთავის ქალაქი
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:  ხელი შევუწყოთ თბილისში ტურიზმისა და მიმზიდველი გარემოს განვითარებას. სკოლების შემოგარენი გამწვანების,დასუფთავების ნიადაგზე გადავაქციოთ მიმზიდველ გარემოდ.
პროექტის აქტუალობა: შეიცვლება მოსწავლეების დამოკიდებულება და მგრძნობელობა გარემო პირობებისადმი და საკუთარი ქალაქისადმი.
პროექტის მიზნები: მოსწავლეები შეძლებენ რუკების, ფოტოების, გამოკითხვების, დაკვირვებისა და ანალიზის საშუალებით  თბილისში ტურიზმის განვითარების ხელისშემწყობ და  ხელისშემშლელ ფაქტორების გამოვლენას და დასახავენ პრობლემის გადაჭრის გზებს
მონაწილეთა ასაკი:15 წელი
ვადები/ხანგრძლივობა:I ეტაპი- 3თვე, II ეტაპი-6 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ბუკლეტები სკოლების,  პოსტერებიტურისტული ობიექტების, სუფთა გარემო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე....
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  დასასუფთავებელი საშუალებები, მიწის დასამუშავებელი ხელსაწყოები, მცენარეები, ყვავილები. ასევე ფერადი ქაღალდები, მაკრატელი, წებო და ა.შ.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): I ეტაპი- მოკლევადიანია; 51ე სკოლა, რადგან თბილისის ცენტრში მდებარეობს ტურისტების ყურადღების არეში ხვდება.  ამიტომ მოსწავლეები დაიწყებენ ამ ადგილის კვლევას. შეაგროვებენ ინფორმაციას პრობლემებზე და დაიწყებენ გადაჭრის გზების მოძებნას(მაგ. სკოლის წინ არსებული სკვერის ტურისტულ-რეკრეაციულ ზონად გადაქცევა).     II  ეტაპი - გრძელვადიანია. პარტნიორი სკოლების მოძებნა და ჩართვა პროექტში(მაგ. მოსწავლეები მოძებნიან სკოლებს, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს,რომლებიც ჩაერთვებიან და მონაწილეობას მიიღებენ პროექტში. ისინიც გადააქცევენ თავიანთ სკოლას  ტურისტულ-რეკრეაციულ ზონად)   III ეტაპი- მონაწილე სკოლების წარმომადგენლებით მონიტორინგის ჯგუფის შექმნა, რომელებიც კონტროლს გაუწევენ სკოლების მუშაობას.  IV ეტაპი- შექმნილი ბუკლეტების, პოსტერების, სკოლების რეკრეაციული ზონების ამსახველი ფოტოების პრეზენტაცია.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან

კავშირი: 
გეო IX.1. მოსწავლეს შეუძლია რუკების და სხვა თვალსაჩინოების (ფოტოები, გრაფიკები, ცხრილები, დიაგრამები და სხვა) დახმარებით დაახასიათოს ადგილი, მოვლენა, პროცესი.
გეო IX.6. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საქართველოში მეურნეობის სტრატეგიული დარგები და მათი განვითარების პერსპექტივები.
მოსწავლე:
·         აანალიზებს რუკების, გრაფიკების, დიაგრამების და სქემების საშუალებით წარმოდგენილ გეოგრაფიულ ინფორმაციას;
·         ჩამოთვლის საქართველოს მეურნეობის სტრატეგიული დარგების (მაგ. ტურიზმის) განვითარებისთვის საჭირო ფაქტორებს.
·         გამოკვეთს და ასაბუთებს პრობლემას;
·         დასახავს პრობლემის გადაჭრის გზებს;
·         მოიძიებს ინფორმაციას ტურიზმის განვითარებისათვის.

პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ირმა კვანტიძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: kvantidze1964@gmail.com
პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:https://ikvantidze.blogspot.com/

No comments:

Post a Comment